ჰენრიკ ლარსონის შვილმა შვედეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

6 ივნისს, შვედეთის ჩემპიონატში “ჰელსინგბორგმა” საკუთარ მოედანზე “ოტვიდაბერგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი მეორე წუთზე, ჰენრიკ ლარსონის შვილმა ჯორდან ლარსონმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 17 წლის თავდამსხმელისათვის ეს გოლი შვედეთის ჩემპიონატში სადებიუტო იყო.

„ის მამაზე უკეთესია“ – ჰენრიკ ლარსონის შვილის საოცარი გოლი (ვიდეო)

„სელტიკის“, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის ჰენრიკ ლარსონის შვილმა ჯორდანმა შვედეთის თასის მატჩში ბრწყინვალე გოლი გაიტანა. 17 წლის ტალანტი „ჰელსინბორგის“ რიგებში გამოდის და გუშინ „სირიანსკასთან“ ფრედ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში გულშემატკივრებს თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან დაანახა.

როგორც შვედეთის ტელევიზია იტყობინება, გოლის შემდეგ ტრიბუნებიდან რამდენიმე გულშემატკივარმა შემდეგი რამ დაიყვირა: „იგი მამაზეც კი უკეთესია!“