„სელტიკის“, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის ჰენრიკ ლარსონის შვილმა ჯორდანმა შვედეთის თასის მატჩში ბრწყინვალე გოლი გაიტანა. 17 წლის ტალანტი „ჰელსინბორგის“ რიგებში გამოდის და გუშინ „სირიანსკასთან“ ფრედ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში გულშემატკივრებს თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან დაანახა.
როგორც შვედეთის ტელევიზია იტყობინება, გოლის შემდეგ ტრიბუნებიდან რამდენიმე გულშემატკივარმა შემდეგი რამ დაიყვირა: „იგი მამაზეც კი უკეთესია!“