“დინამოსა” და “ზესტაფონს” შორის გამართულ უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრის შემდეგ კომენტარები კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა, გიორგი მიქაძემ და კახა გოგიჩაიშვილმა გააკეთეს.
გიროგი მიქაძე (“ზესტაფონი”): “ვფიქრობ, რომ მატჩი სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ამ ეტაპზე “დინამო” ჩვენზე უკეთ არის მომზადებული. უნდა ვთქვა, რომ ამ მძიმე სიტუაციაში ასეთი თავდადების გამოჩენა ძალიან დასაფასებელია. ამიტომ, მადლობა ჩემს მოთამაშეებს, მადლობა სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს და ვულოცავ “დინამოს” გამარჯვებას.”
კახა გოგიჩაიშვილი (“დინამო თბილისი”): “დინამო – ზესტაფონი ყოველთვის საინტერესო და დაძაბული თამაშებია და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა. კარგია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელის თამაშით უკმკაყოფილო ვარ. მათთან მკაცრი საუბარი გვექენბა. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და სამი ქულა ავიღეთ. ტრანსფერების შეფასება ცოტა ნაადრევია. უპრიანი იქნება ამ თემაზე სეზონის ბოლოს ვისაუბროთ”