ბათუმის სტადიონის ტენდერი ჩაშლილია

როგორც „მთავარზე“ დაყრდნობით „აჭარის ტელევიზია“ იტყობინება, კომპანია „იბერპროქსმა“, რომელსაც ბათუმის სტადიონის პროექტზე უდნა ეზრუნა, ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

ცნობისთვის, ესპანური კომპანია რამდენიმე თვის წინ 22-კაციანმა კომისიამ აირჩია. ჯამში კონკურსში მონაწილეობა თერთმეტმა კომპანიამ მიიღო.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააუქმა და კონტრაქტის დარღვევისთვის 12 ათასი ლარით დააჯარიმა. აღსნიშნავია, რომ  როგორც სამინსიტროში განაცხადეს, კომპანიას საცდელი ვადაც მიეცა, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები არც ამ პერიოდში შესრულებულა.

პირობების მიხედვით, მშენებლობის დაწყება წელს, ხოლო დასრულება – 2017 წელს იგეგმებოდა. რაც შეეხება ტენდერს, ის კომპანიის არჩევის შემდეგ ხუთ თვეში უნდა მომზადებულიყო. სტადიონის პროექტის საწყისი ღირებულების ფასი 650 ლარს შეადგენდა.

როგორი იქნება ბათუმის ახალი სტადიონი?

გადაწყვეტილი ამბავია, რომ აგვისტოში ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყება. ახალი არენის ტევადობა 20 ათასი იქნება, ხოლო პროექტირების ღირებულება 650 ათას ლარს არ აღემატება.

დღეს, ბათუმში ქართულმა და უცხოურმა კომპანიაბმა 11 შესაძლო ვარიანტი წარადგინეს, საიდანაც ოპტიმალური აირჩევა.

20520_1584003145145813_4445582424840544683_n 1484499_1584003475145780_1700658646564849199_n 1506621_1584003071812487_7573866323653097305_n 10408757_1584003045145823_1452522802511186504_n 10443392_1584003121812482_6283065354168595584_n 11012698_1584003081812486_5005948300849632072_n 11046478_888652461174476_7118716895052649870_n11041773_1584003101812484_523529937786281155_n 11046812_1584003095145818_1388409888213439518_n 11057249_1584003168479144_395035700233515445_n 11057850_1584003205145807_8210819971860746525_n