ოფიციალურად: “ჩელსიმ” საკუთარი ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით “უოტფორდში” გაუშვა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “ჩელსის” მოთამაშე, კენედი მომდევნო სეზონს არენდის წესით “უოტფორდში” გაატარებს.

ბრაზილიელი სპორტსმენი წინა ზაფხულში გადავიდა “არისტოკრატების” რიგებში. მან 20 თამაშის ჩატარება შეძლო. კენედის ანგარიშზეა პრემიერ ლიგის ყველაზე სწრაფი გოლი, რომელიც მან 39-ე წამზე “ნორვიჩს” გაუტანა.

ბრაზილიაში “ახალი ნეიმარი” გამოჩნდა (ვიდეო)

ბრაზილიაში კიდევ ერთი ტალანტი გამოჩნდა, რომელსაც კენედი ჰქვია. 19 წლის ფეხბურთელს “ახალ ნეიმარს” უწოდებენ, ის საკმაოდ ტექნიკურია და კარგი დარტყმაც აქვს.

აღსანიშნავია, რომ კენედით, რომელიც “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავს, ინგლისური პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გრანდი, “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდება.