დოლიძე ისევ “ტორპედოსთვის” შეუტევს

ქუთაისის “ტორპედო” 2018 წლის საფეხბურთო სეზონის წინ საკმაოდ აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებს და, უპირველეს ყოვლისა, ბირთვის შენარჩუნებას ცდილობს.

დღეს უკვე დაიწერა იმის შესახებ, რომ “ტორპედოში” დარჩენა გადაწყვიტეს კუხიანიძემ და ტაბატაძემ, მათ რიგებს კი გრიგოლ დოლიძე შეუერთდა, რომელმაც ქუთაისლებთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას იმერელთა პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მოგეხსენებათ, დოლიძე გასული წლის საუკეთესო მეპასეა ეროვნულ ლიგაში, ასევე მის ანგარიშზე, რამდენიმე ლამაზი გოლია.

შეგახსენებთ, რომ მომავალ სეზონში ქუთაისის “ტორპედო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

“ზესტაფონს” გრიგოლ დოლიძე შეუერთდა

31 წლის ქართველი ფეხბურთელი გრიგოლ დოლიძე ამიერიდან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ღირსებას დაიცავს. მარგველთა პრეს-სამსახურის ცნობით, გამოცდილი მარჯვენა ნახევარმცველი იმერულ კლუბში მომდევნო ორი წლის განმავლობაში ითამაშებს.

“ზესტაფონში” გადასვლამდე, დოლიძე “გურიას”, “მერცხალის”, “სპარტაკის”, “სიონის”, “ამერის”, აზერბაიჯანული “სიმურგის”, თბილისის “დინამოს”, რუსთავის “ოლიმპის”, “ზუგდიდის”, “ტორპედოსა” და “დილას” ღირსებას იცავდა.

ზესტაფონელთა ახალწვეულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.