გერმანიის მესამე ბუნდესლიგის 37-ე ტურში აკაკი გოგიას “ჰალეშერმა” “მაინცის” მეორე გუნდი მიიღო და 1:2 დამარცხდა. გოგია სასტარტოში იყო და შეხვედრა სრულადაც ჩაატარა, თუმცა 84-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათის გარდა თავი ვერაფრით გამოიჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დაბარებული, მაგრამ გერმანიის მოქალაქე გოგია კარიერას ინგლისურთ “ბრეტფორდში” გააგრძელებს.
ამავე ლიგაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატის, ლუკას ჰუფნაგელის “უნტერჩაჰინგმა” “პროისენ მიუსტერს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ჰუფნაგელი ტრადიციულად ძირითადში იყო და 63 წუთი ითამაშა.