კრაკოვის “ვისლას” 17 წლის მცველი პაველ სტოლიარსკი “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. თავად ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ინტერესს ტურინული გრანდის გარდა კიდევ რამოდენიმე კლუბი იჩენს. სტოლიარსკი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებას 28 იანვარს შესძლებს, სწორედ ამ დღეს გახდება პოლონელი ტალანტი სრულწლოვანი.
“ჯერ არავინ არ იცი, როგორ განვითარდება მოვლენები. როდესაც ახალგაზრდა ხარ, მნიშნელოვანია ბევრი სათამაშო დრო და არა სარფიანი კონტრაქტი” – განაცხადა სტოლიარსკიმ, რომელიც არც “ვისლაში” დარჩენას გამორიცხავს.