გემრანული ბუნდესლიგის 24-ე ტურში “ლევერკუზენი” “პადერბორნს” ესტუმრა და გამარჯვება იზეიმა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 73-ე წუთზე გაიხსნა. გონსალო კასტროს პასით ლევერკუზენელები პაპადოპულოსმა დააწინაურა. 84-ე წუთზე ჰეონ მინ-სონმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 0:3.
ამ გამარჯვებით ლევერკუზენელებმა 39 ქულა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი მოიპოვეს.