„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა დავიდ ლუისმა თავისი ყოფილი გუნდის ლონდონის „ჩელსის“ თავკაც ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.
„მოურინიო განსაკუთრებული თქვენთვისაა და არა ჩემთვის. „ჩელსიში“ ჩნებული პერიოდი გავატარე და ბევრი ტიტულიც მოვიგე. ნამდვილად ბედნიერი ვიყავი.
ლონდონელებს კარგი სეზონი აქვს, მათ რიგებში ჩინებული მოთამაშეები გამოდიან. ჩვენ მათ კარში სწრაფი გოლის გატანასა და საკუთარი ფეხბურთის ჩვენებას შევეცდებით“, – ციტირებს ბრაზილიელს „L’Equipe“.