გერმანიის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა

დღეს გერმანიის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრმა ტომას შნაიდერმა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“ბაიერი” (ლევერკუზენი) — “ბაიერნი” (მიუნხენი);
“ბორუსია” (დორტმუნდი) — “ჰოფენჰაიმი” (ზინსჰაიმი);
“ვოლფსბურგი” (ვოლფსბურგი) — “ფრაიბურგი” (ფრაიბურგი);
“არმინია” (ბილეფელდი) — “ბორუსია” (მიუნხენგლადბახი).

მატჩები 7 და 8 აპრილს ჩატარდება.