მარტინ კასერესი ავტოავარიაში მოყვა

ტურინის “იუვენტუსის” მცველი მარტინ კასერესი გუშინ ავტოავარიაში მოყვა. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელიც “ფერარით” გადაადგილდებოდა, ავტობუსის გაჩერებას დაეჯახა. ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმც თავად კასერესი არ დაშავებულა. ტესტმა ფეხბურთელის სისხლში ალკოჰოლის გადამეტებული შემცველობა აჩვენა, რის გამოც კასერესს მართვის მოწმობა ჩამოერთვა.

მარტინ კასერესისთვის ეს პირველი ავტოავარია არ გახლავთ. გასულ წელს იგი მეტროსადგურის შესასვლელს დაეჯახა.

 

კასერესი დაშავდა

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა მარტინ კასერესმა ტრავმა მიიღო.

27 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი ვარჯიშზე დაშავდა. მან მარცხენა ტერფი დაიზიანა.

ამრიგად, კასერესი იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “სასუოლოსთან” დღეს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მატჩი თბილისის დროით ღამის 00:00 საათზე დაიწყება.

მარტინ კასერესს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ათ შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი.