დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას მესამე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში, გდინიაში ადგილობრივი “არკა” პლოცკის “ვისლას” დაუპირისპირდა. მასპიძნელ კლუბში ლუკა ზარანდია თამაშობს, რომელმაც შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო. რაც შეეხება პლოცკის კლუბს, აქ გიორგი მერებაშვილი გამოდის. ათმა ნომერმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩში ანგარიში ბირტეკმა მეექვსე წუთზე გახსნა და “ვისლა” დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებით წუთზე ვაჩოლაკმა წონასწორობა აღადგინა.
საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით 1-1 დასრულდა.
ამ ფრის შემდეგ “არკა” ხუთი ქულით მეხუთეზეა, ხოლო “ვისლას” ერთით ნაკლები ქულა აქვს და ერთით ქვედა საფეხურზეა.