იტალიური “კალიარის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ ჯანფრანკო ძოლას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინა.
მიზეზი ნათელია: “კალიარი” სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 26 ტურის შემდეგ მე-18 ადგილზე იმყოფება და გავარდნის კანდიდატია.
შეგახსენებთ, რომ მხსნელის ფუნქცია კლუბმა ძოლას გასული წლის დეკემბრიდან დააკისრა, როდესაც ცნობილმა ფეხბურთელმა ამ პოსტზე ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი შეცვალა.
თუმცა, ძოლამ რთული მისიის შესრულება ვერ შეძლო. გუშინვე, ცნობილი გახდა, რომ “კალიარიმ” მთავარ მწვრთნელად კვლავ ზემანი დააბრუნა.
აღსანიშნავია, რომ 67 წლის სპეციალისტის გარდა, სავარუადო მესაჭეთა შორის დელიო როსი, სერსე კოსმი, კლაუდიო რანიერი და გუნდის ყოფილი ფორვარდი დავიდ სუაზო განიხილებოდნენ.