არიედო ბრაიდა: “მესი შესაძლოა, “სიტიში”, ან “პსჟ”-ში გადავიდეს”

კატალონიური “ბარსელონას” სატრანსფერო კომიტეტის წევრმა არიედო ბრაიდამ განაცხადა, რომ გამორიცხული არაა, მომავალში ლიონელ მესიმ კლუბი დატოვოს და კარიერა “მანჩესტერ სიტიში”, ან ფრანგულ “პსჟ”-ში გააგრძელოს.

“ამჟამად, მესის “ბარსელონადან” წასვლა თითქმის შეუძლებელია, თუმცა ეს ოდესმე მაინც შეიძლება მოხდეს. როდესაც ასეთ პროგნოზს ვაკეთებ, “მანჩესტერ სიტისა” და “პსჟ”-ს ფინანსური შესაძლებლობები მაქვს მხედველობაში. მესი უცხოპლანეტელი ფეხბურთელია, რომელსაც მხოლოდ პელესა და დიეგო მარადონას თუ შევადარებ. არიან კლუბები, რომელთა შეფები არანორმალურ თანხებს ჩადებდნენ მესის ტრანსფერში,”-აღნიშნა ბრაიდამ.