კრის ბოში შემდეგი სეზონის დასაწყისში დაბრუნდება

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი კრის ბოში, რომელიც სისხლში არსებული პრობლემების გამო მიმდინარე სეზონში თამაშს ვერ მოახერხებს, კალათბურთს, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაუბრუნდება.

„ცოტა ხანი ისიც კი მეგონა, რომ კარიერის დასრულება მომიწევს, თუმცა იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ასეთ სიტუაციაში კარგზე ფიქრს ცდილობენ. სინამდვილეში, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დავბრუნდებოდი და ვითამაშებდი. მესმოდა, რომ პრობლემა სწრაფად უნდა მომეგვარებინა“, – ციტირებს ბოშს ESPN.

შეგახსენებთ, რომ პრობლემები „მაიამის“ ერთ-ერთი ლდიერს ოლ სტარის მატჩის შესვენების შემდეგ აღმოუჩინეს.