ოქსლეიდ-ჩემბერლენი სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს ტერფის ტრავმის გამო სამი-ოთხი კვირის გამოტოვება მოუწევს.

სათქმელია ისიც, რომ დაზიანების სიმძიმე საფუძვლიანად ჯერ არ არის დადგენილი.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:1) მეორე ტაიმში მიიღო.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 22 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.