მიულერი: „არავის გვეგონა, რომ მატჩს ასე დავიწყებდით“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა „შახტართან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩზე ისაუბრა.

„მეორე და მესამე გოლის შემდეგ „შახტარის“ სიტუაცია გამოუვალი გახდა. ისინი დემორალიზებულები იყვნენ. ბევრი თავისუფალი სივრცე გვქონდა, რაც კარგად გამოვიყენეთ. შეხვედრის მიმდინარეობა ჩვენთვის კარგი იყო. უკვე პირველივე წუთებზე წინ გავედით, მაგრამ ამის იმედი არავის გვქონდა. პირველ შეხვედრასთან შედარებით, ატმოსფერო უფრო დაძაბული აღმოჩნდა“, – განაცხადა მიულერმა.