პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა დევიდ დაკენფილდმა თავის დროზე მოიტყუა იმის შესახებ, რომ „ნოტინგემ ფორესტი“ – „ლივერპულის“ მატჩის დროს, მისი გადაწყვეტილებით, სტადიონის დამატებითი კარი გაიღო. ოფიციალური ვერსიით, კარი გულშემატკივართა დიდი რაოდენობის გამო გაიღო. ნგრევის შედეგად 96 გულშემატკივარი დაიღუპა. დაკენფილდმა დაამატა, რომ სტადიონზე კიდევ ორი ათასი გულშემაკტივარი შეუშვა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ჩემი შეცდომის აღიარება არც საკუთარ თავთან და არც სხვებთან არ მსურდა. სამწუხაროდ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს ამის შესახებ ვერ ვუთხარი. თავიდან ნათქვამს ემოციებსა და სიტუაციის არასწორ ანალიზს დავაბრალებ“, – ციტირებს დაკენფილდს „The Telegraph“-ი.
აღსანიშნავია, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე დევიდი ახალ თანამდებობაზე გადაიყვანეს.