მაიკლ ესიენსა და კარლტონ კოულს პატიმრობა ემუქრებათ

მაიკლ ესიენი და კარლტონ კოული ინდონეზიურ “პერსიბ ბანდუნგში” არალეგალურად თამაშობენ, რის გამოც შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

ბრიტანული “სანის” ცნობით, კლუბმა ფეხბურთელებისთვის ინდონეზიაში მუშაობისთვის აუცილებელი დოკუმენტების გაფორმება კანონით გათვალისწინებულ ვადებში ვერ მოასწრო.

“პერსიბ ბანდუნგი” აღიარებს, რომ დოკუმენტების გაფორმება მართლაც დაგვიანდა, თუმცა დასძენს, რომ ფეხბურთელებმა ინდონეზიის ლიგაში თამაშის უფლება მიიღეს.

ინდონეზიის კანონდმებლობის თანახმად, მაიკლ ესიენი და კარლტონ კოული შესაძლოა, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისაჯონ და ჯარიმის სახით 30 ათასი ფუნტ სტერლინგი დაეკისროთ.

“პერსიბ ბანდუნგი” შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.

კარლტონ კოული “ტვიტერზე” გაკეთებული განცხადების გამო დააჯარიმეს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა “ვესტ ჰემ იუნაიტედის” თავდამსხმელი კარლტონ კოული ოცი ათასი ფუნტ სტერლინგით დააჯარიმა. ამის მიზეზი ფეხბურთელის მიერ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამავე მიზეზით გასული წლის ოქტომბერში “ქუინს პარკ რეინჯერსის” მცველი რიო ფერდინანდი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

კარლტონ კოულს მიმდინარე სეზონში “ვესტ ჰემის” ფორმით ჩატარებულ 17 მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.