ინგლისის პრემიერლიგის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი გარი კეინი დასახელდა.
თებერვალში „სპურსის“ ფორვარდი ოთხი გოლით გამოირჩა. „არსენალთან“ შეხვედრაში კი მან დუბლი შეასრულა.
„ძალიან მიხარია. ამ ჯილდოს მიღება სასიამოვნოა. ჩემთვის ეს პატივია. ერთხელ მისი მიღება უკვე ჩინებული შედეგია, ზედიზედ ორჯერ კი – განსაკუთრებული“, – განაცხადა თავად მოთამაშემ.