“ინტერის” დუეტმა “უოტფორდს” უარი უთხრა

“ინტერის” ფეხბურთელები დავიდე სანტონი და ზდრავკო კუზმანოვიჩი “უოტფორდში” არ გადავლენ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ორივე ფეხბურთელმა პრემიერლიგაში დაბრუნებულ გუნდში გადასვლაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მილანელები ინგლისელებს 12 მილიონ გირვანქაზე შეუთანხმდნენ.

გასულ სეზონში კუზმანოვიჩმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო სანტონმა 9 მატჩი ჩაატარა.

კუზმანოვიჩი: “მინდა, “ინტერში” დავრჩე”

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი, ზდრავკო კუზმანოვიჩი აცხადებს, რომ მას კლუბის დატოვების სურვილი არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ სერბი ფეხბურთელი “ინტერში” გასულ წელს “შტუტგარტიდან” გადავიდა, თუმცა მან “ნერაძურის” ძირითად შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა.

“ცხადია, “ინტერში” დარჩენა მსურს. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონატებიდან წინადადებები მქონდა, მაგრამ არსად წავსულვარ. ყოველთვის მზად ვარ, მწვრთნელის მითითებები შევასრულო”, – ამბობს კუზმანოვიჩი.