იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში გათამაშების ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “კალიარიმ” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა
გასულ ტურში უქმობის შემდეგ, სტუმართა ქართველი ფორვარდი, ლევან მჭედლიძე ძირითადს დაუბრუნდა და მოედანზე 55 წუთი გაატარა.
26 ტურში მოპოვებული 30 ქულით “ემპოლი” მე-13 პოზიციაზე რჩება.