ჯერარდი: „ლივერპულში“ დავრჩებოდი“

„ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ „ლივერპულში“ მოთამაშე მწვრთნელის როლში დარჩებოდა, თუმცა კლუბისგან წინადადება მხოლოდ მაშინ მიიღო, როდესაც წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა.

„ლივერპულში“ დავრჩებოდი, თუ ბრენდან როჯერსის შტაბში მოთამაშე მწვრთნელის როლს შემომთავაზებდნენ. თუმცა ასეთი იდეა მხოლოდ მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მათ ჩემი წასვლის შესახებ გაიგეს. რა თქმა უნდა, ჩემთვის „ლივერპულის“ კარი ახლაც ღიაა, მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში დარჩენაც შემეძლო.

ზაფხულში კლუბი კოლინ პასკოსა და მაიკ მარშუს შემცვლელებს ეძებდა. მათ შეცვლას მოვახერხებდი და ამავდროულად ფეხბურთელად დავრჩებოდი. სათადარიგო სკამისთვის კარგი ვიქნებოდი, თანაც სამწვრთნელო პრაქტიაკსაც მივიღებდი, რომელსაც ფულით ვერ იყიდი“, – თვლის სტივი ჯი.

ჯერარდმა, შესაძლოა, „სელტიკში“ ითამაშოს

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულის“ კაპიტანი სტრივენ ჯერარდი მერსესაიდულ კლუბს დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილი შუახაზელი, შესაძლოა, 2016 წელს გლაზგოს „სელტიკის“ შემადგენლობაში ვიხილოთ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „დეილი სტარი“ წერს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საუბარი მხოლოდ სტივენის დროებით იჯარაზეა და ამ ტრანსფერის რეალობად ქცევის შემთხვევაში, ჯერარდი შოტლანდიურ კლუბში მხოლოდ MLS-ში ზამთრის პაუზის დროს ითამაშებს.

ცნობისთვის, სტივიჯი ზაფხულში „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გადავა.