ბრაზილიის „ინტერნასიონალში“ მოსკოვის ცსკა-დან იჯარით მოთამაშე თავდამსხმელ ვიტინიოს „გრემიოსთან“ შეხვედრის დროს ტრიბუნიდან პიცა ესროლეს.
აღნიშნული მატჩი „ინტერნასიონალმა“ ანგარიშით 2:0 მოიგო.
„ისინი მაიმუნს მეძახდნენ და დედაჩემზე უსიამოვნო შეძახილებს სკანდირებდნენ. ეს უკვე ნორმად იქცა, ასეთი შემთხვევები ხშირად მეორდება. თუმცა, ამჯერად მათ პიცაც მესროლეს“, – ციტირებს ვიტინიოს gazetaesportiva.net.
ცნობისთვის, ვიტინიო ბრაზილიაში რასიზმის გამოვლინებაზე აქამდეც საუბრობდა.