“კორდობამ” ჯუკიჩი გაათავისუფლა

“კორდობას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მიროსლავ ჯუკიჩი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის.

სერბმა სპეციალისტმა პრიმერას დებიუტანტი მერვე ტურის შემდეგ ჩაიბარა, თუმცა გუნდის გასავარდნი ზონიდან ამოყვანა ვერ შეძლო.

ამჟამად “კორდობა” 18 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა და მე-17 საფეხურს 7 ქულით ჩამორჩება.

უახლოესი მატჩისთვის გუნდს ჯუკიჩის ერთ-ერთი თანაშემწე, ხოსე ანტონიო რომერა მოამზადებს.