ტორესი: „ასეთი საღამოს გატარება ყოველთვის მინდოდა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა TVE-ს ეთერში ლევერკუზენის „ბაიერთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი შეაფასა.

„არაერთი მიზეზის გამო ძალიან გახარებული ვარ. მიხარია, რომ ყველაფერი ასე განვითარდა და ჩვენ ასე ვითამაშეთ. მსგავსი საღამოს გატარება ყოველთვის მინდოდა.

გარდა ამისა, ჩვენი ახალგაზრდა მეკარის იან ობლაკის გამო მიხარია. ამ პოზიციის ფეხბურთელისთვის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა რთულია, ამიტომაც, დღეს მან ღირსეულად ითამაშა“, – განაცხადა ელ ნინიომ.