კონდოგბიამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რომლის გამოც „მილანს“ „ინტერი“ ამჯობინა

„ინტერის“ ახალწვეული, ნახევარმცველი ჯოფრი კონდოგბია „მილანში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში „ნერაძური“ აირჩია. ბოლო ინტერვიუში „მონაკოს“ ექს-ფეხბურთელმა თავისი არჩევანის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა.

„მილანთან“ მოალაპრაკება მქონდა, მაგრამ ადრიანო გალიანისთვის თანხმობა არ მიმიცია. „მილანი“ უკეთეს ხელფასს მთავაზობდა, მაგრამ ყველაფერი მანჩინის ფაქტორმა გადაწყვიტა. კლუბებმა სიტუაციის შესახებ კარგად იციან. ფინანსური თვალსაზრისით, „მილანის“ წინადადება უკეთესი იყო.

მანჩინისგან ის გავიგონე, რისი გაგონებაც მსურდა. ბევრი მოთამაშე ახალ კლუბში თავს ცუდად სწორედ იმის გამო გრძნობს, რომ მწვრთნელს არ ესაუბრება. მე კი მანჩინისთან დიალოგი მქონდა, რამაც გადაწყვეტილებაზე იმოქმედა“, – განაცადა ფრანგმა.

მორატიმ კონდოგბიას ტრანსფერი რონჯალდოს ტრანსფერს შეადარა

„ინტერის“ ყოფილი მფლობელი მასიმო მორატი „ნერაძურიში“ „მონაკოს“ თავდამსხმელის ჟოფრი კონდოგბიას ტრანსფერს ეხმაურება.

„ტოხირს ვულოცავ. კონდოგბია მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის ახალგაზრდაა და მომავალზე ფიქრობს. მისი ტრანსფერი რონალდოს ტრანსფერეს მაგონებს. მაშინ ვიცოდით, რომ ჩემპიონს ვიფორმებდით.

ტოხირმა ტრანსფერთან დაკავშირებით ჩემი აზრი მკითხა. მე მას ვუთხარი, რომ ეს კარგი შენაძენია“, – ციტირებს მორატის „კორიერე დელო სპორტი“.

შეგახსენებთ, რომ კონდოგბიას სანაცვლოდ „ინტერმა“ 40 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელს ახალ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მილანში ის ყოველწლიურად 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

“ინტერის” პრეზიდენტი: “კონდოგბიამ შესაძლოა, იაია ტურეს აჯობოს”

 

გალიანი კონდოგბიას სატრანსფერო ფასს ასახელებს

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მის კლუბს „მონაკოს“ ნახევარმცველის ჯოფრი კონდოგბიას დამატება გაუჭირდება.

„ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კონკურენციამ იმატა, რამაც მისი სატრანსფერო ფასიც გაზარდა. ახლა მისი მინიმალური ფასი 35 მილიონი ევროა. გამორიცხული არ არის, თანხა 40 მილიონამდე გაიზარდოს. თავად კონდოგბია კონტრაქტის გაფორმებისთვის, სავარაუდოდ, ერთ მილიონ ევროს მოითხოვს“, – განაცხადა გალიანიმ.

ცნობისთვის, „მილანის“ გარდა, კონდოგბიასთვის ასევე „ინტერი“ იბრძვის.

კონდოგბია: „იმედია, 1/4 ფინალში პსჟ არ შეგვხვდება“

„მონაკოს“ ნახევარმცველმა ჯოფრი კონდოგბიამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა.

„დღეს თამაშზე, უბრალოდ,. უარი ვთქვით. „არსენალმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი გოლის შემდეგ ზეწოლას მოუმატა. ამის მიხუედავად, შემდეგ ეტაპზე ვართ. შევეცდებით, რაც შეიძლება შორს გავიდეთ. თუმცა, იმედია, 1/4 ფინალში პსჟ არ შეგვხვდება“, – განაცხადა კონდოგბიამ.