“პარმას” პრეზიდენტი დააკავეს

დღეს “პარმას” პრეზიდენტი ჯამპიეტრო მანენტი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს.

მანენტი ეჭვმიტანილია ფულის გაფლანგვასა და გათეთრებაში. მასთან ერთად დაკავებულია 21 პირი.

შეგახსენებთ, რომ მანენტიმ “პარმა” მიმდინარე წლის თებერვალში ალბანელი ბიზნესმენის რაზარტ ტაჩისგან შეიძინა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიურ კლუბს ასი მილიონი ევროს ოდენობის ვალი აქვს. ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს კუთვნილი ხელფასი 2014 წლის ზაფხულის შემდეგ არ მიუღიათ.