პანუჩიმ “რეალის” სუსტი წერტილი დაასახელა

კრისტიან პანუჩიმ, რომელიაც ამჟამად “ლივორნოს” დამრიგებელია, მადრიდის “რეალის” თამაში შეაფასა და “სამეფო კლუბის” სუსტ წერტილს გაუსვა ხაზი. თავის დროზე პანუჩი “რეალის” ღირსებას იცავდა და მადრიდულ კლუბთან ერთად 1998 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო.

“რეალი ძალიან მაღალი კლასის გუნდია, მაგრამ მადრიდელთა მთავარი პრობლემა დაუბალანსებელი ნახევარდაცვაა. ლუკა მოდრიჩის არყოფნის დროს გუნდი უბრალოდ იშლება” – განაცხადა პანუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ “რეალის” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი დაითხოვა, რომელსაც “ნაპოლის” ყოფილი თავკაცი რაფაელ ბენიტესი შეცვლის.

პანუჩიმ “ლივორნო” ჩაიბარა

წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, კრისტიან პანუჩიმ იტალიაში გადაწყვიტა დაბრუნება. ბოლო დროს ის რუსეთში, ფაბიო კაპელოს შტაბში მუშაობდა, თუმცა “რომას”, “რეალის”, “ინტერის” და “მილანის” ყოფილმა მცველმა საკლუბო ფეხბურთში არჩია მუშაობა.

41 წლის პანუჩიმ კონტრაქტი სერია ბ-ს ბინადარ “ლივორნოსთან” გააფორმა. გუნდის მიზანი იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებაა.

ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.