„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ მატჩში „მაიამი ჰიტის“ უკანახაზელმა დუენ უეიდმა 32 ქულა დააგროვა და გადამწყვეტი ბურთი საფინალო სირენამდე 12,2 წამით ადრე ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ უეიდისთვის ეს ზედიზედ მეშვიდე მატჩი გამოდგა, რომელშიც მან მინიმუმ 25 ქულა დააგროვა. მსგავსი შედეგით „ჰიტის“ ლიდერი აქამდე 2010 წლის დეკემბერში გამოირჩა.