ტიურამის შვილს პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა

გუშინ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, ლილიან ტიურამის შვილ მარკუს ტიურამს პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა.

“სოშოს” 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს, საფრანგეთის მეორე ლიგის 29-ე ტურში “შატორუს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0) შეცვლაზე შევიდა და მოედანზე 7 წუთი დაჰყო.

შეგახსენებთ, რომ ლილიან ტიურამმა ფეხბურთელის კარიერა 2008 წელს დაასრულა. იგი საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია (142 მატჩი). ტიურამის თავის დროზე “მონაკოს”, “პარმას”, ტურინის “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” ღირსებას იცავდა.