ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” მცველ გარეტ მაკაულის წითელი ბარათი გაუუქმა.
როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” გუშინ გამართული მატჩის (3:0) მეორე წუთზე არბიტრმა ნილ სუორბრიკმა წითელი ბარათი სტუმართა მცველ გარეტ მაკაულის უჩვენა, არადა – ვილფრედ ბონის წინააღმდეგ თამაშის წესი კრეიგ დოუსონმა დაარღვია. მსაჯმა მოგვიანებით შეცდომა აღიარა.
დამოუკიდებელმა კომისიამ დაადასტურა, რომ არბიტრი შეცდა. ამრიგად, წითელი ბარათი მაკაულის ნაცვლად დოუსონს მიეკუთვნა. ეს უკანასკნელი “ქუინს პარკ რეინჯერსთან” გასამართ დამდეგ მატჩს გამოტოვებს, მაკაულს კი თამაში შეეძლება.