ბენ ფოსტერი ნახევარ წელიწადს გამოტოვებს

ინგლისური “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის “მეკარე ბენ ფოსტერი მუხლის ტრავმის გამო ნახევარ წელიწადს გამოტოვებს.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ 31 წლის ინგლისელი მეკარე დაახლოებით ერთ თვეში გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მას ექვსი თვის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ფოსტერი ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში “სტოკ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) დაშავდა.