ედერი:”მატჩამდე კრიშტიანომ მითხრა, რომ გამარჯვების გოლი უნდა გამეტანა”

დღევანდელი მატჩის გმირმა, ერთადერთი გოლის ავტორმა, ედერმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა…

“როცა პირველად ფერნანდო სანტოშმა ნაკრებში გამომიძახა, ვიგრძენი, რომ ძალიან მალე მოვიდოდა ის მომენტი, როცა ჩემს შესაძლებლობებს ყველას დავუმტკიცებდი; იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც უკვე კარგად იცნობენ  ჩვენს ნაკრებში და აქ ძალიან დიდ ნდობას მიცხადებენ კიდეც. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ.”

“მატჩამდე კრიშტიანომ მითხრა, რომ უნდა გამეტანა გამარჯვების გოლი და ასეც მოხდა. მე სწორედ მისი და სხვა თანაგუნდელების სიტყვები მაძლიერებენ. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ და საწადელს მივაღწიეთ. პორტუგალიელმა ხალხმა ეს დაიმსახურა!” – განაცხადა “სელესაოს” შემტევმა.

ედერი “ინტერში” გადავიდა

იტალიელი თავდამსხმელი ედერი “სამპდორიადან” მილანის “ინტერში” გადავიდა.

ფორმალურად მილანურმა კლუბმა 29 წლის ფეხბურთელი ორწლიანი არენდით აიყვანა, თუმცა შეთანხმება სავალდებულო შეძენის პირობას ითვალისწინებდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის 30 ივნისამდე ექნება.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ედერმა 19 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ედერისთვის ორი კლუბი იბრძვის

La Gazetta dello Sport-ის ცნობით, “სამპდორიას” შემტევი, ედერი ორი კლუბის ინტერესთა სფეროში მოხვდა. საუბარი იტალიურ “ინტერზე” და ინგლისურ “ვესტ ჰემზეა”.

იტალიის ნაკრების შემტევში გენუელებს 10 მილიონი ევროს მიღება სურთ, რაც მსურველი კლუბებისთვის პრობლემად არ უნდა იქცეს.

ფავორიტი მილანური კლუბია, რომელსაც ნატურალიზებული ბრაზილიელისთვის უკეთსი ფინანსური პირობების შეთავაზება შეუძლია.

მიმიდინარე სეზონში ედერმა 31 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.