დრამონდი: „მაიკლ ჯორდანის მეშინია“

„დეტროიტ პისტონსის“ ცენტრის ანდრე დრამონდის აზრით, ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს სათამაშო ნიჭი 52 წლის ასაკშიც არ დაუკარგავს.

„ვფიქრობ, ჯორდანს კალათბურთის თამაში 52 წლის ასაკშიც შეუძლია. სიმართლე რომ გითხრათ, მასთან ერთი ერთზე თამაშის მეშინია. სავარაუდოდ, ის მომიგებს“, – ციტირებს დრამონდს TMZ.

ცნობისთვის, გასულ კვირას ჯორდანმა განაცხადა, რომ თავისი კლუბის „შარლოტ ჰორნეტსის“ ნებისმიერ კალათბურთელზე უკეთესად თამაში შეუძლია.

დრამონდის ეფექტური რევერს-დანკი

„ჩკაგოსთან“ მატჩში „დეტროიტის“ ცენტრმა ანდრე დრამონგმა ეფექტური რევერს-დანკი შეასრულა. კონტრშეტევის დროს კერონ ბატლერმა ბურთი სამქულიან ზონაში გადაიტანა, სადაც ის დრამონგმა მიიღო.

ცნობისთვის, მატჩი „დეტროიტის“ გამარჯვებით, 107:91 დასრულდა.