ლორისის ნაცვლად საფრანგეთის ნაკრებში “რენის” მეკარე გამოიძახეს

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მეკარე უგო ლორისი დამდეგ სანაკრებო მატჩებს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს. ფრანგი კიპერი ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “ლესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (4:3) დაშავდა.

საფრანგეთის ნაკრებში ლორისის ნაცვლად “რენის” 27 წლის მეკარე ბენუა კოსტილი გამოიძახეს, რომელსაც მანამდე “მამალთა” რიგებში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგები ამხანაგურად ბრაზილიელებს (26 მარტი, პარიზი) და დანიელებს (29 მარტი, სენტ-ეტიენი) გაეჯიბრებიან.