მიხეილ ალავიძის შესანიშნავი სეივები ლანჩხუთის “გურიასთან” მატჩში (ვიდეო)

25 აპრილს, საქართველოს უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის მატჩში, ბათუმის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის “გურია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ბათუმელთა 27 წლის მეკარემ, მიხეილ ალავიძემ არაერთი სეივი განახორციელა, თუმცა მათ შორის ორი ნამდვილად გამორჩეული იყო.

ცხადაძემ ნაკრებში კიდევ ერთი მოთამაშე გამოიძახა

მალტის და გერმანიის ნაკრებებთან მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ მოთამაშეთა სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა. კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდში ბათუმის “დინამოს” მეკარე, მიხეილ ალავიძე გამოიძახა.

ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “ცხინვალსა” და ბათუმის “დინამოს” შორის გამართულ შეხვედრას დაეწსრო, რომელშიც ალავიძემ კარი მშრალად შეინახა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილიც შეიტან.