დასრულდა პოლონეთის ჩემპიონატი, რომლის უკანასკნელ ტურში “იაგელონიამ” საკუთარ მოედანზე “ლეხიას” უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა.
ნიკი ძალამიძე ტრადიციულად მასპინძელთა ძირითადში იყო და 68 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი ფოფხაძე სათადარიგოთა შორის გახლდათ.
ამ გამარჯვებით “იაგელონიამ” 41 ქულა მოიპოვა და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, რაც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონ “ლეხს” “იაგა” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა.