“წითელი ეშმაკები” აქტიურად ინტერესდებინ “ჰოფენჰაიმის” ლიდერით.
ბრიტანული მედიის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მთავარი კანდიდატია ბრაზილიელი ნახევარმცველის, რობერტო ფირმინოს გაფორმების.
“მანკუნიანელთა” სკაუტები 23 წლის შემტევს მთელი სეზონია აკვირდებიან და მის გაფორმებას ზაფხულშივე ეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გაალის გუნდის გარდა, ფეხბურთელით “ლივერპული” და “ჩელსი” ინტერესდება. მერსესაიდელებმა 18.6 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება გააგზავნეს გერმანიაში, მაგრამ უარი მიიღეს.
მიმდინარე სეზონში, ფირმინომ ბუნდესლიგის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ექვსი, ხოლო შვიდჯერ თანაგუნდელს გაატანინა.