როგორც გაუწყეთ, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. განცხადება “ვისენტე კალდერონის” VIP-დარბაზში გაკეთდა.
მხარეებს შორის გაფორმებული ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2020 წლის ივნისამდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი “ატლეტიკოს” 2011 წლის დეკემბრიდან თავკაცობს. ამ დროის განმავლობაში გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, ასევე ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო, გუნდი შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.