ეშლი იანგი “მანჩესტერ სიტის” ფანს ტელეფონის შეკეთებას შეპირდა (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ეშლი იანგმა “მანჩესტერ სიტის” ფანთან ფოტოს გადაღებისას უნებლიედ ტელეფონი დააზიანა, რომელიც “ქალაქელთა” ქომაგს ეკუთვნოდა.

ენი ტეილორმა სოციალურ ქსელში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და იქვე წააწერა, რომ იანგმა მისი ტელეფონის ეკრანი დააზიანა, რისთვისაც ფეხბურთელმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

29 წლის ნახევარმცველი “სიტის” ფანს უმალ გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ მას ტელეფონს შეუკეთებს.

Annie Taylor