უესტბრუკმა და ოგასტინმა ჩინებული „ალეი-აპი“ გაითამაშეს (ვიდეო)

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მოთამაშეებმა რასელ უესტბრუკმა და დი ჯეი ოგასტინმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩში ჩინებული კონტრშეტევა გაითამაშეს, რომლის შედეგად, ოგასტინმა ბურთი რასელს გადასცა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი დაიჭირა და მეტოქის ფარში ჩატენა.

ცნობისთვის, „თანდერმა“ შეხვედრა ანგარიშით 127:117 მოიგო.