“პარი სენ-ჟერმენი” იძულებულია, ზამთარში ტრანსფერებით 80 მილიონი გამოიმუშავოს

2017-18 წლების სეზონში ფეარ-პლეის წესების დაცვისათვის “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები მზად არიან, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაყიდონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ფრანგულმა კლუბმა ნეიმარი რეკორდული რაოდენობის თანხის სანაცვლოდ (222 მილიონი ევრო) გადაიბირა, რასაც დანი ალვეშისა (უფასო) და კილიან მბაპეს ტრანსფერები (არენდა) მოჰყვა.

როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარიზელთა” აქტივობებს საკმაოდ აქტიურად აკვირდებოდნენ უეფას წარმომადგენლები, თუმცა დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

იმისათვის, რომ ნასერ ალ-ხელაიფიმ ფეარ-პლეის წესები დაიცვას, ზამთარსი ტრანსფერებით 80 მილიონი ევროს გამომუშავება უნდა შეძლოს, რასაც ის ანხელ დი მარიასა და ლუკას მოურას გაყიდვით აპირებს.

ბენზემა: “ის, რასაც ზიდანი აკეთებს, შეუძლებელია, მხოლოდ იღბლის დამსახურება იყოს”

კარიმ ბენზემამ მადრიდის “რეალში” მეცხრე სეზონი დაიწყო. უკვე მესამე წელია რაც იგი ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობის ქვეშაა. ფრანგმა თანამემამულეზე ისაუბრა.

“ზიდანმა “რეალის” აწმყოზე დადებითი გავლენა მოახდინა, რადგან მეტი ტიტულის მოგება დავიწყეთ. ჩვენ მსფლიოს საუკეთესო კლუბი ვართ და ამას სწორედ თასების მოპოვებით ვამტკიცებთ. ზინედინის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს და ამ თანამდებობის დაკავებამდეც საინტერესო რჩევებს მაძლევდა. “ზიზუმ” თავდაჯერებულობა შემმატა. იგი შესანიშნავად მუშაობს ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე.”

“ის არის იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული ადამიანი. ზინედინმა როგორც ფეხბურთელობის, ასევე მწვრთნელობის პერიოდში ბევრ რამეს მიაღწია. ეს მხოლოდ იღბლის დამსახურება შეუძლებელია, იყოს!” – აცხადებს კარიმი.

“ბარსელონამ” ფული მიიღო – ნეიმარის დებიუტი კვირას შედგება

ნეიმარის “პსჟ”-ში გადასვლის შემდეგ, ყველას აინტერესებდა, როდის შედგებოდა ბრაზილიელის დებიუტი. მან ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრა “ამიენის” წინააღმდეგ გამოტოვა. იყო საშიშროება, რომ 25 წლსი შემტევი კვირას გასამართ მეორე ტურის დაპირისპირებაშც არ ყოფილიყო. თუმცა, მოვლენები სხვანაირად განვითარდა.

ნეიმარი დღემდე ელოდა რეგისტრაციისთვის საჭირო “საერთაშორისო ტრანსფერის სერთიფიკატს”. “ბარსელონა” კი ამ დოკუმენტს მანამდე არ აგზავნიდა, სანამ ანგარიშზე 222 მილიონი ვერო არ ჩაირიცხებოდა. Goal.Com-ი იტყობინება, რომ კატალონიური კლუბის “ჯიბე” აღნიშნული თანხით დღეს შეივსო. მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციამ შაბათს, შუა ღამით მოახერხოს ყველა საბუთის შემოწმება და ნეიმარის საბოლოო რეგისტრაცია. შესაბამისად, ბრაზილიელი კვირას გასამართ მატჩში, სადაც პარიზელები “გენგამს” შეერკინებიან, ითამაშებს.

პროგნოზისტთა კონკურსი (საფრანგეთი — ბრაზილია)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 33-ე საკონკურსო კვირის მეორე მატჩის კითხვები, რომელიც საფრანგეთისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: საფრანგეთი – ბრაზილია