“რეალის” სამ ფანს კლუბის საშინაო მატჩებზე დასწრება აუკრძალეს

მადრიდის “რეალის” სამი ფანი სამი ათასი ევროთი დააჯარიმეს და მათ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში კლუბის საშინაო მატჩებზე დასწრება აუკრძალეს.

ამ სასჯელის მიზეზი “რეალის” ფეხბურთელებზე თავდასხმა გახდა. ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში “ბარსელონასთან” დამარცხების (1:2) შემდეგ “სამეფო კლუბის” გულშემატკივართა ჯგუფმა ბაზასთან ახლოს ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ ავტომობილებს თავს დაესხა.

მანამდე “რეალის” ხელმძღვანელობამ ერთ-ერთ დამნაშავე ფანს კლუბის წევრობა შეუჩერა.