ხვალ, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე ჩვენი ნაკრების უელს უმასპინძლებს და მიმდინარე შესარჩევის ბოლო საშინაო შეხვედრას გამართავს.
ჩვენი მეტოქე უკვე თბილისშია და შეხვედრისთვის ემზადება. მატჩის წინა ვარჯიშს უელსის ნაკრები 19:30 დინამო არენაზე გამართავს.
უელსის ნაკრების ვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა ვარჯიში განაახლა.
ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრებისათვის, რადგან სწორედ უელსის ნაკრებს უნდა უმასპინძლონ “ჯვაროსნებმა” 6 ოქტომბერს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბეილი ვერ შეძლებდა გამოჯანმრთელებას და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თავისი ნაკრების დახმარებას, მაგრამ, როგორც ჩანს, უელსელი თავის გუნდს დაეხმარება.
ჩვენს ჯგუფში ნამდვილი ბრძოლაა გამართული მეორე ადგილის დასაკავებლად. ამ ჭიდილში კი, უელსისა და ირლანდიის ნაკრებები არიან ჩართულნი, ამიტომაც ჩვენი მეტოქისათვის თითოეულ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ფინალის ტოლფასი იქნება 9 ოქტომბერს კარდიფში გამართული შეხვედრა, სადაც უელსი სწორედ მის მდევარ ირლანდიას უმასპინძლებს.
საქართველო -უელსი ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრას, ჩვენი ნაკრები 6 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამრთავს.
მატჩის ბილეთების რეალიზება 30 სექტემბრიდან დაიწყო. მისი შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე და ასევე დინამო არენას სალაროებში. ბილეთის ფასი : 5, 10, 15 და 25 ლარია.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მატჩში უელსის ეროვნულმა ნაკრებმა გასვლაზე ისრაელს დამაჯერებლად სძლია.
ისრაელი 0-3 უელსი
გოლი: რემსი ’45+1; ბეილი ’50; ’77