„კლივლენდ კავალიერსის“ ცენტრმა კენდრიკ პერკინსმა ლიგის რამდენიმე მოთამაშის ურთიერთობებზე ისაუბრა.
„ბევრს არ ესმის, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თანაგუნდელები მეგობრებიც უნდა იყვნენ. ალბათ, მათ არ ესმით, რომ კალათბურთი ჩვენთვის შექმნილი სამუშაოა. სხვა სამსახურში შენი კოლეგა აცუილებლად საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს?
არამგონია, რომ რეი ალენი და კევინ გარნეტი „ბოსტონში“ საუკეთესო მეგობრები ყოფილიყვნენ. მე რონდონსთან ვმეგობრობდი. ზოგჯერ დროს გარნეტთან ერთადაც ვატარებდი, მაგრამ ის ჩემი მეგობარი არ ყოფილა“, – ციტირებს პერკინსს „CBS Sports“-ი.