საქართველოს ეროვნული ნაკრები ქემნიცში ჩავიდა და დღეს საღამოს ივარჯიშებს!

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიაში გაემგზავრა. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სადებიუტო მატჩში ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 24 ნოემბერს გერმანიას, ხოლო 27-ში სერბეთს დაუპირისპირდება.

გერმანელებთან მატჩი ქალაქ ქემნიცში გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ჩავიდა. ილიას ზუროსის გუნდი გერმანიაში გამთენიისას, თბილისი – მიუნხენი – დრეზდენის რეისით გაემგზავრა. შიდაგერმანულმა რეისმა 40 წუთი გასტანა, ამდენივე ხანი მოუნდა ნაკრები დრეზდენიდან ქემნიცში ჩასვლას, სადაც მყუდრო, მწვანეში ჩაფლულ „პენტა ჰოტელში“ დაბინავდა.

დარბაზი სასტუმროდან 10 წუთის სავალზეა. ქემნიცი აღმოსავლეთ გერმანიის პატარა, მყუდრო ქალაქი გახლავთ და აქ ეროვნული ნაკრების მატჩის ჩატარების მიზანი ამ მხარეში კალათბურთის პოლულარიზაცია გახლდათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში 10 მოთამაშით ჩავიდა. მაიკლ დიქსონი და მანუჩრ მარკოიშვილი საღამომდე ქემნიცში იქნებიან და 20:00 საათზe, რიჩარდ ჰარტმან არენაზე ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს აქვს დაგეგმილი.

Gbf.Ge

ჟერომ ბოატენგის პასი საქართველოს ნაკრებთან მატჩში, რომელიც უნდა ნახოთ (ვიდეო)

29 მარტს, საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:2) კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ჩაშალა ჟერომ ბოატენგმა ქართველების შეტევა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა მცველმა ამ ეპიზოდში კარგი პასიც გააკეთა.