ნაიჯელ დე იონგმა “მილანი” დატოვა

31 წლის ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა “მილანი” დატოვა. მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

შეგახსენებთ, რომ ნაიჯელ დე იონგი “როსონერიში” 2012 წლიდან თამაშობდა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდიელი ფეხბურთელი კარიერას MLS-ში გააგრძელებს, საიდანაც არაერთი შემოთავაზება აქვს.

 

დე იონგი: “მილანს” ევროთასებზე მოხვედრა ძალიან გაუჭირდება” (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის დასკვნითი მატჩი “სან სიროზე” შედგა, სადაც “მილანმა” გენუის “სამპდორია” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. 58-ე წუთზე სტუმრები რობერტო სორიანომ დააწინაურა, ანგარიში 74-ე წუთზე ნაიჯელ დე იონგმა გაათანაბრა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ “როსონერის” ევროთასებზე მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

“ბოლო 15 წუთი დიდი სულისკვეთებით ვითამაშეთ, თუმცა უკვე გვიანი იყო. სეზონის დასრულებამდე რვა მატჩი დარჩა. ევროთასებზე მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება.

მოახლოებულ დერბის რაც შეეხება, ეს შეხვედრა ფინალის ტოლფასია. აღნიშნული მატჩი ჩვენთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია და ფანებისთვისაც”, – ციტირებს დე იონგის სიტყვებს TMW.

დე იონგი შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდეს

Football Italia-ს ცნობით, “მილანის” ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდეს.

ჰოლანდიელ ფეხბურთელს “როსონერისთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და კონტრაქტის გახანგრძლივებით არცერთი მხარე არ არის დაინტერესებული. შესაბამისად, დე იონგი “წითელ ეშმაკებს” თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა შეუერთდეს. წყაროს თანახმად, ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯამაგირის სახით წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ნაიჯელ დე იონგმა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.