მადრიდის “რეალი” “პორტუს” მცველ დანილუს დაიმატებს.
აღნიშნულმა ტრანსფერი ესპანურმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრანსფერმა 31,5 მილიონი ევრო შეადგინა. 23 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “სამეფო კლუბთან” ექვსწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. ის “რეალს” ზაფხულში შეუერთდება.
დანილუმ მიმდინარე სეზონში “პორტუს” რიგებში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელს ბრაზილიის ნაკრებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული.